2021-12-21 16:58:58, 485 ნახვა
საზოგადოება
გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ავტომობლების გადაადგილება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 (გოდერძის უღელტეხილის) მონაკვეთზეა შეზღუდული.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,