|
2021-12-20 10:59:09, 1357 ნახვა
მსოფლიო
სიტყვის თავისუფლების დასაცავად პოლონეთის 100 ქალაქში მასშტაბური აქციები გაიმართა
სიტყვის თავისუფლების დასაცავად პოლონეთში მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა, მათმა მონაწილეებმა ქვეყნის თითქმის 100 ქალაქში მოუწოდეს პრეზიდენტს, ვეტო დადო მედიის შესახებ ახალ კანონპროექტს, რომელსაც საზოგადოების ნაწილი არადემოკრატიულად მიიჩნევს. კანონი პარლამენტმა გასულ პარასკევს დაამტკიცა და ახლა ხელმოსაწერად გაეგზავნება სახელმწიფოს მეთაურს. კანონპროექტი ამკაცრებს წესებს უცხოური მედიის მფლობელობის შესახებ, რომელიც მიმართულია ოპოზიციურ არხ TVN-ის წინააღმდეგ, ოპოზიციური ტელეკომპანია ეკუთვნის American Discovery Group-ს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა, პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. ოპოზიცია პოპულისტურ ხელისუფლებას დემოკრატიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს - კერძოდ, სასამართლოებზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერებასა და დემოკრატიული მედიის ბაზრიდან გაყვანაში. ოფიციალური ვარშავა კი დაჟინებით მოითხოვს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვას, ხელისუფლების აზრით, არაევროპელები ფრთხილად უნდა დაუშვან საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ბერკეტებზე. 2015 წლიდან პოლონეთი პრესის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგში მე-18-დან 62-ე ადგილზე დაეცა, ნიგერიისა და ჩილეს ჩამორჩება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)