10:37 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-20 10:30:00, 1033 ნახვა

მსოფლიო
ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ ნებისმიერი განხილვის მაგიდასთან უნდა იყოს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ ნებისმიერი განხილვის მაგიდასთან უნდა იყოს.

"რუსეთის საგარეომ რუსეთსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადების პროექტი გამოაქვეყნა. ცხადია ევროკავშირი ასეთი დისკუსიების  ნაწილი უნდა იყოს. ჰელსინკის დასკვნითმა აქტმა და პარიზის ქარტიამ შემოგვთავაზა ძირითადი პრინციპები, რომელთა ირგვლივ ავაშენეთ ევროპული უსაფრთხოება ბოლო 50 წლის განმავლობაში. ეუთო მექანიზმებსა და წესებს გვთავაზობს, რომელიც რუსეთთან ნებისმიერი ჩართულობის ქვაკუთხედად რჩება", -  აცხადებს ბორელი.

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მხოლოდ სიტყვები და განცხადებები საკმარისი არ არის რუსეთის ხელმძღვანელობის გათვლების შესაცვლელად და ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტი რომ რუსეთი ცდილობს დაემუქროს და დაასუსტოს უკრაინა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა არსებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივება გადაწყვიტეს და რუსეთი გააფრთხილეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას მძიმე შედეგები მოჰყვება." - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოთხოვნები წარუდგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics