|
2021-12-17 14:14:30, 995 ნახვა
ეკონომიკა
Connect Aviation - საქართველო ორიენტირებულია ზრდაზე
ცნობილმა საავიაციო გამოცემა Connect Aviation-მა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ვრცელი სტატია მიუძღვნა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გერთიანება ავრცელებს მათივე ცნობით, სტატიაში გამოცემასთან საუბრისას, კომპანიის დირექტორი თამარ არჩუაძე აღნიშნავს, რომ პანდემიამდე საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი სწრაფად იზრდებოდა, ახლა მთავარია ზრდის ტემპი კვლავ შენარჩუნდეს. გამოცემა წერს, რომ ყველაზე სწრაფად მგზავრთნაკადი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აღდგა. ,,თვიდან თვემდე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფია. საავიაციო სექტორს პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა, 2020 წლის მარტიდან რეგულარული ფრენები ქვეყანაში შეწყდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ჩარტერული და სარეპატრიაციო ფრენები ხორციელდებოდა. ჩვენი პროგნოზების მიხედვით, 2019 წლის ნიშნულს საქართველოს აეროპორტები 2023 წელს მიაღწევენ,-‘’აცხადებს არჩუაძე გამოცემასთან საუბარში. Connect Aviation-თან აეროპორტების გაერთიანების დირექტორი აღნიშნავს, რომ კოვიდ პანდემიის მიუხედავად, 2021 წელს საქართველოს აეროპორტებში ოპერირება ახალმა ავიაკომპანიებმა დაიწყეს და ახალი მიმართულებებიც დაემატა. კიდევ უფრო მეტი სიახლე 2022 წელს იგეგმება. ,,Eurowings-მა დაიწყო პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისსა და დიუსელდორფს შორის, ასევე Bees Airlines-მა კიევიდან დაიწყო ფრენები, Fly Arystan-ი შემოვიდა ქუთაისის აეროპორტში და ყაზახეთის 4 მიმართულებით ასრულებს ფრენებს, Lufthansa-მ დაიწყო ოპერირება თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე, Air Arabia-მ აბუ-დაბი თბილისის მიმართულებით, ხოლო სულ ახლახანს, Wizz Air Abu Dhabi-მ დაიწყო ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. იმისთვის, რომ ინტერესი გავზარდოთ, ქუთაისის აეროპორტში, 2022 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიებს სპეციალურ ტარიფებს სთავაზობს, რომელიც რეგიონში ყველაზე დაბალია,-‘’აცხადებს არჩუაძე. Connect Aviation ყოველწლიური ერთ-ერთი უდიდესი საავიაციო ფორუმის ორგანიზატორია. CONNECT 2022 მომავალი წლის თებერვალში ფინეთში იმართება, სადაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მიიღებს მონაწილეობას. წყარო: https://blog.connect-aviation.com/georgia-has-growth-on-its-mind/
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)