11:57 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 09:10:27, 504 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები

მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები. - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, თუ 2019 წლის ბოლოს კლინიკებისადმი დავალიანება 400 მილიონ ლარამდე იყო, 2021 წლის ბოლოს აღნიშნული დავალიანება მინიმუმამდეა შემცირებული და  180 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მისივე განცხადებით სწორი მენეჯმენტის შედეგია. 

„ჩვენი მიზანია გაუმჯობესდეს მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა, რაც არსებული რესურსების მიზნობრივად, კონკრეტულ საჭიროებებზე გონივრული გადანაწილებით და ჯანდაცვის პროგრამების შეუფერხებელი განხორციელებით მიიღწევა. 
უმნიშვნელოვანესია, რომ სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობისთვის გაიზარდოს დაფინანსება, გაგრძელდეს სატარიფო პოლიტიკის განხორციელება და გატარდეს რიგი რეფორმები“-  განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics