|
2021-12-15 15:37:11, 1022 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა პანორამა“ ხორციელდება
„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გრადა“ ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. „გრადა პანორამა“ 142 საცხოვრებელ ბინიან კომპლექსს, რეკრეაციულ ზონებს, ველობილიკს, მიწისქვეშა ავტოსადგომსა და სხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტის ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს ბანკის“ თანამონაწილეობა 3,5 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. „გრადა პანორამა“ მაცხოვრებლებისთვის მეტი კომფორტის უზრუნველსაყოფად დახურულ ეზოში სასეირნო და სარბენ ბილიკებს გააერთიანებს. აღსანიშნავია, რომ კომპლექსი იქნება შშმ. პირებზე ადაპტირებული და სრულად აღჭურვილი სახანძრო/ სარწყავი სისტემებითა და LED განათებებით. ტერიტორიაზე განთავსდება საოფისე და კომერციული სივრცეებიც. „გრადა პანორამა“ ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებებს სრულად პასუხობს და მაცხოვრებელს კომფორტისთვის მრავალფეროვან ზონებს და სივრცეებს სთავაზობს. ჩვენი მისიაა ყველა ადამიანს, განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობებისა, ჰქონდეს საშუალება, რომ ფლობდეს საკუთარ ბინას და იცხოვროს კომფორტულ გარემოში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კიდევ ერთი პროექტი ვაქციოთ რეალობად“ , - აცხადებს ნათია ლაბაძე, „გრადა პანორამას“ გაყიდვების უფროსი. „გრადა 6 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ დროის მანძილზე არაერთი მასშტაბური პროექტიც განახორციელა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შსაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ახალ პროექტს - „გრადა პანორამას“, რომელიც ისეთ სივრცეებს გააერთიანებს, როგორიცაა საბავშვო ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი სივრცეები, ველოსადგომი და სხვ. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება დადებითად აისახება როგორც ბიზნეს გარემოზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილე, ვალერი ნარსია.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)