11:57 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 13:04:13, 897 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – მნიშვნელოვანია რეგულაციები, ვისურვებდი, რომ აზარტული თამაშები საერთოდ აკრძალონ

კანონპროექტის შემოტანის მცელობა არაერთხელ იყო და როგორც იქნა, მოვესწარით იმას, რომ შეიძლება ეს პროექტი კანონად იქცეს, – ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ კანონპროექტს.

ჯაღმაიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში კი ის ისურვება, რომ აზარტული თამაშები საერთოდ აკრძალონ. 

"ამ კანონპროექტის შემოტანის მცდელობა არაერთხელ იყო და როგორც იქნა, მოვესწარით იმას, რომ მსჯელობა მიმდინარეობს და შეიძლება ეს პროექტი კანონად იქცეს. ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები, თუმცა, დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად, რაც შეზღუდავს ბევრ ახალგაზრდას და ადამიანს, რომელიც იმედით, მაგრამ მოტყუებული მიდის, თამაშობს, აგებს და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას ოჯახებისთვის", – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics