|
2021-12-13 14:34:10, 1149 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, სერფუხოვის სამრევლო გიმნაზიასთან აფეთქება მოხდა - შსს-ში აცხადებენ, რომ ის 18 წლის კურსდამთავრებულმა მოაწყო
რუსეთში, სერპუხოვის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. აფეთქება სამრევლო მართლმადიდებლური გიმნაზიის შესასვლელთან მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქება გიზმნაზიის 18 წლის კურსდამთავრებულმა მოაწყო. რუსული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, გიმნაზიაზე თავდამსხმელი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, რუსულ მედიასთან პორტალ OKA.FM-ის მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი სტაროვეროვმა ისაუბრა. სტაროვეროვმა განაცხადა, რომ აფეთქება მოხდა დილის რვა საათზე, გაკვეთილების დაწყებამდე, ლოცვის დროს, რომელიც გიმნაზიის ფოიეში გაიმართა. „ის ვერ შევიდა დარბაზში, სადაც ლოცულობდნენ და კარს მიღმა აფეთქება მოახდინა. გიმნაზიაში მითხრეს, რომ ნამსხრევებით 15 წლის მოზარდი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე ბავშვი ნაკლებად დაშავდა. შენობა შემოსაზღვრულია, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მასწავლებლებს ჯერ არ დაუსახელებიათ თავდამსხმელის ვინაობა“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)