10:37 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 14:07:11, 4178 ნახვა

მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები - რუსეთს არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას „მძიმე ფასი“ ექნება

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რუსეთისა და უკრაინის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები და საპასუხოდ, მძიმე ფასი მოჰყვეს.

 „ჩვენ, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების, კანადის,  საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ძალების ზრდასა და აგრესიულ რიტორიკას.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ, დიპლომატიური არხების გატარებასა და სამხედრო აქტივობების გამჭვირვალობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების დაცისკენ. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან ვიდეოშეხვედრისას ჯო ბაიდენმაც განაცხადა. ჩვენ ვადასტურებთ მხარდაჭერას ნორმანდიულ ფორმტში საფრანგეთისა და გერმანიის ძაილსხმევას, რათა მიღწეული იყოს მინსკის შეთაანხმების სრული შესრულება აღმოსავლეთ  უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად.

საზღვრების შესაცვლელად ნებისმიერი ძალის გამოყენება მკაცრად აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები და საპასუხოდ, მძიმე ფასი ექნება.

ჩვენ ვადასტურებთ ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას. გავააქტიურებთ თანამშრომლობას საერთო და ყოვლისმომცველ რეაგირებაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics