2021-12-12 13:21:37, 758 ნახვა
საზოგადოება
დღეს, გურჯაანში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 06:18 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
შემთხვევის ეპიცენტრი სოფელ ბაკურციხესთან იყო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრა 3.1(ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო
ავტორი: ექსპრესნიუსი,