|
2021-12-10 16:20:25, 597 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია დაასრულა
თბილისის მერიამ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები დაასრულა. ღონისძიებებში, რომელიც დედაქალაქის რაიონულ გამგეობებში მიმდინარეობდა, ჩართულები იყვნენ გამგეობების ხელმძღვანელობა და თანამშრომლები. თემატურ შეხვედრებს თბილისის მერიის გენდერულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა გენდერის საკითხებში ნინო ბურძენიძემ განაცხადა, თბილისის მერია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, გამოწვეულია გენდერული უთანასწორობით, იგი წარმოადგენს ადამიანის უფლების დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას და მნიშვნელოვან დაბრკოლებას გენდერული თანასწორობის მისაღწევად. დემოკრატიულ, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში მიუღებელია ძალადობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გახდეს სოციალურად მიუღებელი ქცევა. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს ყოველგვარი ზეწოლის, შევიწროების, ძალადობის გარეშე, დამამცირებელი და მტრული გარემოსგან თავისუფალ საზოგადოებაში. თბილისის მერია აცნობიერებს საკუთარ როლს, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანასწორი, მტრული გარემოსგან დაცლილი გარემოს შექმნაში და ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთ საინფორმაციო კამპანიას მართავს დედაქალაქის გამგეობებში. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში, გაერთიანებული ძალისხმევით მიღწეული პროგრესისა, პრობლემის მასშტაბისა და საფუძვლების გათვალისწინებით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თბილისის მერია თავისი სერვისებით მხარს უჭერს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, რადგან ამ პრობლემის დაძლევა საერთო პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ნინო ბურძენიძემ. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მას არაერთი ქვეყანა და ათასობით ორგანიზაცია უერთდება. კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)