07:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 14:23:33, 602 ნახვა

საზოგადოება
ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს კონგრესსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG ) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის თანამშრომლობით, ქალაქ თბილისში, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს კონგრესსა   და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალიც გაიმართა. მემორანდუმს ხელი 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმაც მოაწერა.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ თავიანთ მზაობას, გააუმჯობესონ ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებით და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირებით. ასევე, ხელი შეუწყონ მოქალაქეებზე ორიენტირებულ, ღია, ინკლუზიურ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ მმართველობას.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ღონისძიებაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოხსენებით წარდგა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მიერ შშმ პირებისთვის შემუშავებული სოციალური პროგრამა გააცნო. აღსანიშნავია,რომ  სწორედ აღნიშნული  პროგრამა 2019 წელს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა  ასოციაციამ, საუკეთესო პრაქტიკის  კონკურსში ნომინაციაში "მუნიციპალური სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის" გამარჯვებულად დაასახელა.

ჰიბრიდულ რეჟიმში მოწყობილ შეხვედრას,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერი  კახა კალაძე, ევროპის  საბჭოს  ადგილობრივ  და  რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას  კიფერი  და საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ესწრებოდნენ.

,,საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს კონგრესსთან ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, 12 მუნიციპალიტეტთან ერთად, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი ითვალისწინებს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ადამიანის უფლებების ინტეგრირების საშუალებით, ხელი შეუწყოს უფრო ღია, ინკლუზიურ, მოქალაქეებზე ორიენტირებულ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ მმართველობას. ღონისძიებაზე ასევე დამსწრე საზოგადოებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ შშმ პირებისთვის შემუშავებული სოციალური პროგრამები გავაცანი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის უმთავრესი პრიორიტეტი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითოული მოქალაქის უფლებების დაცვა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაა, რაშიც ევროპის საბჭოს კონგრესსთან გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics