|
2021-12-09 15:25:46, 1660 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო მასშტაბით ციხეში მყოფ ჟურნალისტთა რიცხვმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია
ჟურნალისტტა დაცვის კომიტეტის წლიური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. CPJ-ს ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას 293 რეპორტიორი დააკავეს, რაც 2020 წელთან შედარებით 13-ით მეტია. ამასთანავე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ პერიოდში სულ მცირე 24 ჟურნალისტი მოკლეს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, მათგან 18 რეპორტიორი ბუნდოვან ვითარებაში დაიღუპა. კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, ციხეში მყოფ ჟურნალისტთა რაოდენობით, უკვე ზედიზედ მესამე წელია, ჩინეთი იმყოფება. მიანმრმა, აქციებზე მედიის დარბევის შემდეგ, რომელიც 1-ელ თებერვალს სამხედრო გადატრიალებას მოჰყვა, მეორე ადგილი დაიკავა. ხუთეულშია ასევე ეგვიპტე, ვიეტნამი და ბოლო ადგილს, ბელარუსი იკავებს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წინა წლებში თურქეთი ციხეში ჟურნალისტთა რაოდენობით მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა, ახლა კი მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. CPJ-ის ცნობით, 2020 წელს თურქეთმა ციხიდან 18 ჟურნალისტი გაათავისუფლა. ანგარიშის მიხედვით, ციხეში ჟურნალისტთა მყოფი ქვეყნების ათეულში შედიან რუსეთი, ირანი და ეთიოპია. ამასთანავე, მსოფლიო მასშტაბით 293 ციხეში მყოფი ჟურნალისტებიდან 40 ქალია.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)