|
2021-12-08 12:44:57, 583 ნახვა
საზოგადოება
შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმის შემუშავების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმის შემუშავების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში - კაორი იშიკავამ გახსნეს. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გენდერული მეინსტრიმინგისა და გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების მიმართულების გაძლიერებასა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების, როგორც თანაბარი შესაძლებლობებისა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მნიშვნელობას. მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა უკანასკნელ წლებში უწყების მიერ გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლის კვალდაკვალ, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების საპასუხოდ და სისტემაში ეფექტიანი გენდერული პოლიტიკის გასატარებლად, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმის დანერგვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სამუშაო შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ არის მხარდაჭერილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან გლობალურ კამპანიას და კიდევ ერთხელ გმობს მათ მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, რაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ქალების სრული თანასწორუფლებიანობის მიღწევისათვის.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)