12:31 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 11:18:12, 545 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი John Deere -ის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიის - John Deere წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას კომპანიის John Deere აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ახალი ხელმძღვანელი ალექსეი კუზნეცოვი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე  გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ.

უწყების ინგორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ კომპანიის წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნო.  აღნიშნული პროგრამა ფერმერებს ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას აძლევს. 

მათივე ცნობით, გიორგი ხანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მიესალმება ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული ბრენდის „John Deere“ საქართველოში შემოსვლას. 

„ვფიქრობ, კომპანია „John Deere“ მცირე და საშუალო ფერმერებს საჭირო ტექნიკასთან წვდომის მეტ შესაძლებლობას მისცემს და დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხიან დამუშავებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics