|
2021-12-07 16:38:24, 555 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: „ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველას კომფორტული და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება
თანამედროვე, „ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველა შეძლებს, კომფორტულად და სწრაფად გადაადგილებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თბილისის მერმა დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა. „ჩვენ შევძელით, საჯარო ტრანსპორტის განახლება და მოდერნიზაცია. შემოვიყვანეთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები. დავიწყეთ მიკროავტუბუსების პარკის სრულად განახლების პროექტი. წლის ბოლომდე მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება, მომდევნო წლიდან ეტაპობრივად აღიჭურვება და შესაბამის მარშრუტებზე გადაადგილდება. ასევე, მეტროს მოდერნიზაცია და ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტები განხორციელდება. ვქმნით ათ სატრანზიტო დერეფანს და ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში სინქრონიზაცია განხორციელდება. თბილისს დაემატება კიდევ 200 ახალი ავტობუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ავტობუსის მოცდის დრო საშუალოდ, 20-დან შვიდ წუთამდე შემცირდება. „სამწუხაროდ, ზოგ უბანში ან საერთოდ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან მოცდის დრო ძალიან დიდია. მომდევნო წლებში ეს პრობლემა მოგვარდება. მეტროს დაემატება ახალი ვაგონები, დაინერგება სატრანსპორტო სერვისის მიღებისას ერთიანი სააბონიმენტო სისტემა, მოეწყობა საბაგირო გზები და 515 კმ სიგრძის ველობილიკი. განხორციელდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემის საბოლოო შეკვრას განაპირობებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დღეს დედაქალაქის საკრებულო მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხზე მსჯელობს.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)