|
2021-12-04 17:20:57, 861 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ჯიშკარიანი - მთავრობას მოუწევს სტრასბურგში გასცეს პასუხი თუ რატომ დაუნიშნეს სააკაშვილს ფსიქოტროპული პრეპარატები მაღალი დოზებით
მიხეილ სააკაშვილს ციხეში არასწორი მედიკამენტებით მკურნალობდნენ - სკანდალური განცხადება ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარ არხთან" განაცხადა. როგორც ჯიშკარიანი ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს სააკაშვილის მიმართ ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორი გამოყენებას. „იკვეთება არაშესაბამისი მკურნალობის გარემოება, როგორც მინიმუმ რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან დაწყებული, რომელიც ეხება ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორ გამოყენებას, რაც საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება, როგორც ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა. საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, მოუწევს სტრასბურგში გასცეს პასუხი თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები საკმაოდ მაღალი დოზებით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო გაიდლაინებით არ საჭიროებდა ამ პრეპარატების დანიშვნას, რამაც გამოიწვია ე.წ. ნეიროლეფსიური სინდრომი. ამის მომსწრე და მნახველები გავხდით გორის ჰოსპიტალში პირველი ვიზიტისას. მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული აშლილობა - პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, ასევე ნევროლოგიურად არის ე.წ. ვერნიკეს სინდრომისთვის დამახასიათებელი მოვლენები. ყველანაირი გაიდლაინის მიხედვით, აღნიშნული დიაგნოზები საჭიროებს მინიმუმ 4-8 კვირიან მკურნალობას. გაიდლაინის და პროტოკოლის მიხედვით პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას ესაჭიროება 3-თვიანი მკურნალობის პერიოდი, ე.წ. ვერნიკეს სინდრომს სჭირდება 2-3 თვე. არასათანადო მოპყრობისა და წამების სხვადასხვა ფაქტს ადგილი ჰქონდა, როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ასევე მე-18 დაწესებულებაში. ყველანარი საერთშორისო სტანდარტით, იმ მტრულ და სტრესულ გარემოში, სადაც ადამიანს ასეთი თავგადასავალი გადახდა, წარმოუდგენელია ადამიანის კვლავ დაბრუნება“, - აღნიშნავს მარიამ ჯიშკარიანი „მთავარ არხთან“.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)