2021-12-03 22:16:05, 1392 ნახვა
მსოფლიო
ოთხი მოკლული და 8 დაშავებული - ოქსფორდის სკოლაში სტუდენტმა ცეცხლი გახსნა.
ოთხი მოკლული და 8 დაშავებული - ოქსფორდის სკოლაში სტუდენტმა ცეცხლი გახსნა.
მიჩიგანის შტატის ოქსფორდის სკოლაში 15 წლის ითან კრამლიმ, სკოლაში ცეცხლი გახსნა. სროლას 14, 16 და 17 წლის მოსწავლეები ემსხვერპლა. დაშავებულთა შორის არის მასწავლებელიც. - ამის შესახებ, CNN იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდასხმელს ბრალი ტერორიზში, თავდასხმაში, იარაღის ტარებაში, მკვლელობასა და ხალხის განზრახ დაზიანებაში ედება. ინფორმაციის მიხედვით, მის მშობლებს ოთხპუნქტიანი ბრალი წარედგინა, რომელიც პიროვნების უნებლიე მკვლელობას გულისხმობს. საქმეში პროკურორი იარაღის შეძენისა და ხელმისაწვდომობის დეტალებსაც განიხილავს.
გამოცემის თანახმად, ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ბრალდებულის მამამ, სროლამდე ოთხი დღით ადრე, 26 ნოემბერს შეიძინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,