12:40 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 17:25:27, 724 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ორჰუსის კონვენციის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

 

გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის  პარტნიორობისა და ორჰუსის კონვენციის შესახებ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ორგანიზებით,  სამუშაო შეხვედრა გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა ელენ ვიხმანმა და ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის პროგრამის მენეჯერმა, ენდრიუ პარკინსონმა გახსნეს.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი დემოკრატიის, ორჰუსის კონვენციის განხორციელებისა და ამ მიმართულებით ცენტრის როლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. 

„შეხვედრაზე გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და მისი მთავარი პრინციპების შესახებ იმსჯელეს, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო  მაგალითები და გარემოსდაცვით დემოკრატიასა და ღია მმართველობის პარტნიორობას შორის ურთიერთკავშირიის საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრის გამართვა მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმის განსაზღვრას.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics