|
2021-12-03 12:15:53, 779 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთის“ პარნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ლიბერთის გენერალური პარტნიორობით ტექნოპარკში საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გაიმართება. Future Agro Challenge-ს მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, „აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. დაფინანსებადი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების აღმოსაჩენად და გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემის მონაწილეებს მასპინძლობს. „ლიბერთის სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ არაერთ სიახლესთან ერთად, მარტივი მომსახურებით აგრობიზნესის განვითარებას, ახალგაზრდების და მათი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს. Future Agro Challenge Georgia-ს საშუალებით ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს წარმოვაჩინოთ სიახლეების მაძიებელი ნიჭიერი ადამიანები, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას“ - ამბობს Future Agro Challenge Georgia-ს ჟიურის წევრი, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესს მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე. „ჩვენი დიდი სურვილია, სტარტაპ ეკოსისტემაში გამოჩნდეს მეტი ახალი აგროსტარტაპი, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით სამომავლო განვითარებასა და წარმატების მიღწევაში. Future Agro Challenge არის პროექტი, რომლითაც ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ ყოველწლიურად და მათ მსოფლიოს გავაცნობთ“, - ამბობს გური ქოიავა, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი. „მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ მდგრადი სოფლის მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დგას. Future Agro Challenge სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც აღმოაჩენს, თავს უყრის და აძლიერებს ახალგაზრდების მოტივაციას, რომ ინოვაციების მეშვეობით გადაიჭრას მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები“, - ამბობს ირაკლი ჩიქავა, აგრო სოლუშენსის კომერციული დირექტორი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი. Future Agro Challenge წელსაც უმასპინძლებს საერთაშორისო სპიკერებს, რომლებიც ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები არიან და ონლაინ რეჟიმში ისაუბრებენ მსოფლიოს ყველაზე მწვავე საფრთხეებზე, გამოწვევებზე და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე. Future Agro Challenge Georgia შემდეგ კატეგორიებში გაიმართება:
შერჩეულ მონაწილეებს შორის ჟიური გამარჯვებულ „წლის აგროპრენერს“ 5 დეკემბერს გამოავლენს. ეროვნული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს და წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, 2022 წელს.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)