|
2021-12-03 11:16:35, 1440 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით DataFest Tbilisi 2021 ბრუნდება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 7-11 დეკემბერს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi 2021 გაიმართება. უკვე მეხუთედ, ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით ასობით მონაცემებზე მომუშავე პროფესიონალს გააერთიანებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. ფესტივალი ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და სტუმრებს დასწრება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად შეეძლებათ. ტრადიციული 3 დღის ნაცვლად, წელს ღონისძიება 5 დღეს გაგრძელდება. DataFest Tbilisi 2021 ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებს და დატატონებს გააერთიანებს, თემებზე, როგორიცაა: ბიზნესი და სტარტაპები, მონაცემთა მეცნიერება და AI, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა. ფესტივალის ყოველი დღე თითოეულ თემას სრულად დაეთმობა. ღონისძიება ისეთ გამორჩეულ სპიკერებსა და ტრენერებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან: ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ჟურნალისტი - შანა ჯონსი, Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონტრაქტორი - შოთა ელკანიშვილი, საქართველოს ბანკის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი - ნიკოლოზ მამისაშვილი, ნეიროინფორმატიკის ინსტიტუტის მკვლევარი - არსლან გაბდულხაკოვი და მრავალი სხვა. „მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს. DataFest Tbilisi 2021 არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა მონაცემებით დაინტერესებული ადამიანებისათვის, გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები, დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები და მოისმინონ საინტერესო და ინსპირაციული გამოსვლები. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიება 5 დღეს გაგრძელდება და დამსწრეები სიღრმისეულ ინფორმაციას მიიღებენ ფესტივალის 5 მთავარ თემაზე. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება და ახალი შესაძლებლობების პოვნა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგატიშვილმა.
ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. რეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სტუმრები შეძლებენ ფესტივალზე დასწრებას ფიზიკურ სივრცეში. დანარჩენი მონაწილეები კი ფესტივალს ონლაინ შეუერთდებიან. ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/DataFest ინფორმაციისთვის, DataFest Tbilisi 2021 მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ForSet-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, გრანთ თორნთონი, ევროკავშირი საქართველოსთვის და Eastern Partnership Civil Society Facility. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge. სხვა მედია პარტნიორები: Forbes Woman Georgia, Marketer.ge, Entrepreneur Georgia.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)