09:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 12:53:42, 767 ნახვა

ეკონომიკა
FAO - ხორბლის და რძის პროდუქტების ფასი მსოფლიოში მეოთხე თვეა იზრდება

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ნოემბერში 1.2 %-ით გაიზარდა და 134.4 ქულა შეადგინა. გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ინდექსი 27.3 %-ითაა გაზრდილი. მეოთხე თვეა, რაც ფასების ინდექსის მაჩვენებელი გლობალურად იზრდება. ის ყველაზე მაღალია 2011 წლის ივნისის მონაცემების შემდეგ.

ნოემბრის თვეში, FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა, საერთო ჯამში, 3,1%-ით მოიმატა.  სიმინდის ექსპორტის ფასი მცირედით გაიზარდა, ხოლო ბრინჯის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე, ძირითადად, სიმყარეს ინარჩუნებს. ფასების ზრდა გამოიწვია გაზრდილმა მოთხოვნამ, მაშინ, როცა პროდუქციის, განსაკუთრებით, მაღალი ხარისხის ხორბლის მიწოდება შემცირდა.  ფასების ზრდის მიზეზებს შორის იყო მოულოდნელი წვიმა ავსტრალიაში და რუსეთის ფედერაციის საექსპორტო აქტივობებში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებული გაურკვევლობა.

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა, წინა თვესთან შედარებით, 0.3%-ით იკლო. ფასის შემცირებას ხელი შეუწყო სოიოსა და რაფსის ზეთების ღირებულებისა და ნედლი ნავთობის ფასის შემცირებამ. არ შეცვლილა პალმის ზეთის საერთაშორისო ფასი. 

ყველაზე მეტად, ნოემბერში FAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი გაიზარდა - 3.4 %-ით. ნოემბერში კვლავ დიდი მოთხოვნა იყო კარაქისა და რძის ფხვნილების გლობალურ იმპორტზე.

ოქტომბერთან შედარებით, 0,9%-ით შემცირდა FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი. ამ მაჩვენებლის კლება ჩინეთის მხრიდან ღორის ხორცის შემცირებულმა შესყიდვებმა განაპირობა. ასევე, მკვეთრად შემცირდა ცხვრის ხორცის ფასი მაშინ, როცა ავსტრალიიდან საექსპორტო მიწოდება გაიზარდა. მსხვილფეხა რქოსანთა და ფრინველის ხორცის ფასი სტაბილური იყო.

1,4%-ით გაიზარდა FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით. ეს დაახლოებით 40%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელი. ცვლილების მთავარი მიზეზი ეთანოლის გაზრდილი ფასები იყო. თუმცა, მაჩვენებლის მომატებაზე ასევე გავლენა მოახდინა მოცულობითმა სატვირთო გადაზიდვებმა ინდოეთიდან და ტაილანდის შაქრის ექსპორტის პოზიტიურმა პერსპექტივამ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics