09:29 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 16:53:06, 981 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა მოუწოდებს NATO–ს, მოამზადოს სანქციების პაკეტი რუსეთისთვის, რათა შეაჩეროს რუსული ჯარის შესაძლო შეჭრა უკრაინაში

უკრაინა ნატოს მოუწოდებს, მოამზადოს სანქციების პაკეტი,  რუსეთის მიმართ, რათა შეაჩეროს ათიათასობით რუსული ჯარის შესაძლო შემოჭრა, რომლებიც განლაგებულია უკრაინის საზღვრებთან. -  ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგაში მინისტერიალის ფარგლებში  ისაუბრა, თუ როგორ უნდა შეაჩერონ რუსეთი ხელახალი თავდასხმისგან მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჯარი უკრაინის საზღვართან მიიყვანა.

„ჩვენ მოვუწოდებთ მოკავშირეებს რომ შეუერთდნენ უკრაინას რუსეთის შემაჩერებელი სანქციების პაკეტის შექმნაში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახალი შეათანხმების პაკეტი მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მომზადებას, იმ შემთხვევაში, თუ ის „გადაწყვეტს აირჩიოს ყველაზე ცუდი სცენარი“, თქვა კულებამ და დასძინა, რომ ნატომ ასევე უნდა გააძლიეროს სამხედრო და თავდაცვა უკრაინასთან.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თუ გავაერთიანებთ ძალებს და ვიმოქმედებთ კოორდინირებულად, ჩვენ შევძლებთ პრეზიდენტი პუტინის შეჩერებას და გავუქრობთ ამ საშინელი სცენარის - სამხედრო ოპერაციის განხორციელების მოტივაციას“, - განაცხადა კულებამ.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ტიპის აგრესია რუსეთს ძვირად დაუჯდება და მისთვის სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი  სტოლტენბერგის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ რუსეთის განახლებული აგრესია მათთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს.

„რუსეთის მხრიდან ნებისმიერ დაძაბვისკენ მიმართულ მოქმედება ამერიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება და ნებისმიერი განახლებული აგრესია გამოიწვევს რუსეთისთვის სერიოზულ შედეგებს."

საპასუხოდ რუსეთი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი იძულებული გახდება იმოქმედოს, თუ ამერიკა და ნატო უკრაინაში ისეთ სარაკეტო იარაღს განათავსებს, რომელსაც შეუძლია მოსკოვს რამდენიმე წუთში დაარტყას.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში, რუსეთის ჩართულობით, 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება და მასში ბიზნესმენი რინატ ახმეტოვიც მონაწილეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics