|
2021-12-01 15:53:13, 837 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს, რომელსაც საქართველოც უერთდება
ოთხი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ რაც მსოფლიოში აივ/შიდსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების მკურნალობაში უდიდესი პროგრესის მიუხედავად, დღეისათვის აივ/შიდსი კვლავ რჩება განუკურნებელ, მაგრამ მართვად ინფექციად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემად. სწორად ამ პრობლემასთან გამკლავების, საზოგადოების ინფორმირების და აივ ინფიცირებული ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით, მსოფლიო 1988 წლიდან ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნავს როგორც შიდსის მსოფლიო დღეს. ამ დღეს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორთან ერთად აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად სხვადასხვა სახის ღონისძიებებს აწყობს. 1 დეკემბერი არის დღე, როდესაც ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ. საქართველო უკვე 30-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. შიდსის საერთაშორისო დღე ყოველ წელს გარკვეულ თემაზე კონცენტრირდება. 2021 წლის თემაა: “დავამთავროთ უთანასწორობა, აივ/შიდსი და სხვა პანდემიები“. მიუხედავად კოვიდინფექციის გამოწვევისა, შიდსის საერთაშორისო დღე არ კარგავს თავის აქტუალობას და კიდევ ერთხელ ახსენებს როგორც მთავრობებს, ისე საზოგადოების თითოეულ წევრს იმის შესახებ, რომ აივ-ი ისევ ტვირთად აწევს არა მარტო აივ დადებით პირებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას და ქვეყნებს. მიუხედავად მრავალი ძალისხმევისა ჯერ ისევ მნიშვენელოვანია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაციის საკითხი აივ/შიდსთან ბრძოლის საქმეში, რათა მოსახლეობაში მოხდეს აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტიგმის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა და აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. აივ პანდემიის დამარცხების მთავარი გზა პაციენტის ადრეულ დიაგნოსტირებაზე, ეფექტურ მკურნალობაზე, ეპიდზედამხედველობასა და პრევენციაზეა დამყარებული. პანდემიის დამარცხება ეფექტური იქნება, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისიებები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, მოიცავს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი სამიზნე ჯგუფების დიდ ნაწილს, ფოკუსირებული იქნება აივ-ის გადაცემის ყველა შესაძლო გზის ბლოკირებაზე. საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, დღეს ორი პანდემიის, COVID-19 და აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. COVID-19 პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი, მტკივნეულად აისხა საზოგადოების ყველა ფენაზე, მათ შორის აივ/შიდსით მცხოვრებ ადამიანებზე. ამიტომ უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე. 2021 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9124 აივ ინფიცირებული პირი, 6820 – მამაკაცი, 2304 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლა-მდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1894 გარდაიცვალა. სპეციფიკური ანტირეტროვირუსულ მკურნალობას იტარებს 5379 პაციენტი, მათ შორის 46 – ბავშვია.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)