|
2021-11-30 19:56:23, 1313 ნახვა
მსოფლიო
სქიიღუმენ სერგის, რომელიც პუტინს და პატრიარქს წყევლიდა ამისთვის 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთში 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სქიიღუმენ სერგის, რომელიც, კრემლის ხელისუფლების და პატრიარქ კირილეს მკვეთრი კრიტიკის გამო, მანამდე რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი რიგებიდან გარიცხა. სასჯელს მიუღებელი სასულიერო პირი კოლონიაში მოიხდის. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო იმაში, რომ ქადაგების დროს თვითმკვლელობის ჩადენაში არწმუნებდა მონაზვნებს, თვითნებობდა და ხელს უშლიდა რელიგიური ორგანიზაციის მუშაობას. სასამართლოს აზრით, რომანოვი „თვითნებურად ცხოვრობდა მონასტერში“ და აბრკოლებდა ეკატერინბურგის ეპარქიის წარმომადგენლების შესვლას მონასტრის ტერიტორიაზე“. ამას გარდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასულიერო პირს განხეთქილება შეჰქონდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, როდესაც ვაქცინაციას ჩიპირებას ადარებდა. იგი ღიად დაუპირისპირდა რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლებას. სქიიღუმენმა სერგიმ უარი თქვა, შეეწყვიტა ღვთისმსახურება მის მიერ კონტროლირებად მრევლში, განდევნა ეკლესიიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ლოიალურად განწყობილი წინამძღვარი და დაიწყო ქადაგება, რომელშიც ანათემას გადასცემდა სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, მათ შორის, ვლადიმირ პუტინს. სქიიღუმენმა სერგიმ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო რეფერენდუმის წინააღმდეგაც გაილაშქრა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)