13:00 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 13:54:28, 494 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 200 მილიონი ლარი დაიხარჯება

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ  საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მიღწეული სამთავრობო შეთანხმების შესახებ ისაუბრა. საქართველოსა და გერმანიას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შეთანხმების ფარგლებში ბათუმში გაგრძელდება წყლისა და წყალარინების სისტემის მოწყობის მეხუთე ფაზა.

,,გაგრძელდება ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა. ამ მიმართულებით დაიხარჯება 200 მილიონ ლარზე მეტი. პროექტი მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიც გახლავთ ადლია, აეროპორტი, სამრეწველო ზონა, ჩაქვი, მახინჯაური. ყველა ის ტერიტორია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს, ბიზნესს და კერძო სექტორს ჰქონდეს თანამედროვე მიწისქვეშა კომუნიკაციებით სარგებლობის საშუალება. დარწმუნებული ვარ, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე იქ მიმდინარე პროექტებისთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტი უზრუნველყოფს ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყლის და წყალარინების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობას. ასევე, გაგრძელდება დაბებისა და სოფლების წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მოწყობა.

მოლაპარაკებების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ხელმოწერა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics