09:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 17:46:34, 605 ნახვა

სამართალი
პროკურორი - 28 წლის ბიჭი წამებით მოკლეს, ყელი გამოჭრეს და ამაზე სააკაშვილი გვითითებს, რომ „პიარულია“

28 წლის ბიჭი წამებით მოკლეს, ყელი გამოჭრეს და ამაზე ბრალდებული გვითითებს, რომ ეს არის პიარული, - ასე გამოეხმაურა პროკურორი ჯარჯი წიკლაური მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, საქმეში არსებული ვიდეომასალა უნდა გამოიკვლიონ და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა.

„28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს და ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული გვითითებს, რომ ეს არის პიარული და შეიწყალა მან მკვლელები, რომ დამკვეთები და დათა ახალაია და მანიაკები არ ემხილა. ეს იყო გირგვლიანის საქმე და ერთი საათი გვიწევს იმის მოსმენა, რომ ეს საქმე "პიარულია" და არ არსებობს და ჩვენ ვყოფილვართ მანიაკები, რომ 7 ნოემბრის საქმეზე გამოძიება ჩავატარეთ. ათობით, ასობით დაზარალებული გვიყურებს, მათ აინტერესებთ მტკიცებულებების შინაარსი და არა პოლიტიკური ლოზუნგები და სანახაობის მოწყობა. ჩვენ მოგვეცით საშუალება, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ. ადვოკატების მხრიდან ხელშეშლით, რომ არ მოისმინოს საზოგადოებამ ეს მტკიცებულებები, ეს ჩვენ ხელს ვერ შეგვიშლის. ვერც ნიკა გვარამიას მუქარები და სხვა ვერ დაგვაბრკოლებს. ჩვენ უარს არ ვამბობთ მოვალეობის შესრულებაზე და ნება იბოძეთ, მოუსმინეთ ამ მტკიცებულებებს.

თუ გინდოდათ, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს მართლმსაჯულებაში მიეღო მონაწილეობა, მართლმსაჯულება არის მტკიცებულებების გამოკვლევა და პასუხის გაცემა იმ შეკითხვებზე, რაც არსებობს სააკაშვილის მიმართ. ბრალდებულმა ეს არ ისურვა და დატოვა დარბაზი. მე მინდა ამაზე ხაზი გავუსვა, რომ თქვენი მსგავსი დესტრუქციული გამოსვლები და ჩვენი შეურაცხყოფა მაინც ვერ შეაჩერებს მართლმსაჯულების პროცესს. ამ მტკიცებულებებს, ამ პროცესზე თუ არა სხვა პროცესებზე მაინც წარმოვადგენთ და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა პატივისცემა სასამართლოს მიმართ და მოგვეცეს საშუალება მტკიცებულებების გამოკვლევის“, - განაცხადა წიკლაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics