2021-11-27 09:47:56, 947 ნახვა
სამართალი
იან კელი – აშშ–ის მთავრობა სწორი იქნება, საქართველოს მთავრობის მიმართ ფინანსურ დახმარებას ეჭვქვეშ დააყენოს
საქართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩი, იან კელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისა და გასაუბრების პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
იან კელი აღნიშნავს, რომ აშშ–ს მთავრობა სწორი იქნება, თუ ეჭქვეშ დააყენებს საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას.
"რთული არ არის დავასკვნათ, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი არა "დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი" სასამართლოს შექმნა, არამედ მმართველ პარტიას დაქვემდებარებული სასამართლოს უზრუნველყოფაა. აშშ-ს მთავრობა სწორი იქნება, ეჭვქვეშ დააყენოს მათი ფინანსური მხარდაჭერა" წერს იან კელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,