|
2021-11-26 17:19:33, 816 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთიმ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების, მასწავლებელთა, მომავალ მასწავლებელთა და განათლების ადმინისტრირების სპეციალისტთა პროფესიის პოპულარიზაციისა და პროფესიული განვითარების მიზნით, „ლიბერთიმ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. „ლიბერთისთვის საპასუხისმგებლოა მასწავლებლების და განათლების სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას განაპირობებს. მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში მხარს დავუჭერთ პროფილის მიხედვით მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებას და ხელს შევუწყობთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. ასევე, სკოლების ბაზაზე - შეიქმნება ვირტუალური და რეალური ლაბორატორიები, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ სამეცნიერო, ინოვაციური პროექტები. დამატებით ამავე სივრცეში მოსწავლეები შეისწავლიან მეწარმეობის საფუძვლებს. ეს პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მიერ წარდგენილ სტრატეგიას 'ახალი ლიბერთი, ახალი ცხოვრებისთვის' - გვინდა შემოვიკრიბოთ ჩვენსავით ახლის მაძიებელი თანამოაზრეები და ისეთ პროექტებს გავუწიოთ მხარდაჭერა, რაც ჩვენს ფილოსოფიასთან არის ახლოს. „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში სანდო პარტნიორების ჩართულობის უზრუნველყოფა. იმისათვის, რომ ქართულმა სკოლამ სათანადოდ უპასუხოს დღეს არსებულ გამოწვევებს, არ ჩამორჩეს თანამედროვე პროცესებს და შეძლოს მომავლის ადამიანის ჩამოყალიბება, მასწავლებელს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა, ვინაიდან დღეს, ექიმებთან ერთად, სწორედ მასწავლებლები აღმოჩნდნენ ფრონტის წინა ხაზზე და მათი მხარდაჭერა მომავლის მხარდაჭერაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიბერთისთან თანამშრომლობა გამორჩეულ როლს შეასრულებს ამ მხარდაჭერის პროცესში და ერთობლივად არაერთი საინტერესო პროექტის ინიცირებასა და განხორციელებას შევძლებთ", - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)