13:12 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 14:43:21, 710 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე სისხლის ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სისხლის ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინიტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა  საქართველოში სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებასა და ახალ კანონპროექტზე ისაუბრეს,  რომელიც სისხლის პროდუქტების წარმოების სისტემის გაძლიერებას, ხარისხის გაუმჯობესებას და ცენტრალიზებული სისტემის შექმნას ითვალისწინებს.  განიხილეს  სისხლის უანგარო დონაციის ხელშეწყობის საკითხიც.

კანონპროექტი სისხლის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ნორმატიულ მასალას  ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს, რომელიც ევროდირექტივებთან იქნება შესაბამისობაში. 

"ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ერთიანი ხარისხის სისტემა, რომელიც  სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის დაცვას უზრუნველყოფს. მოწესრიგდება სისხლის დონორობის უფლებასთან და პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები. განისაზღვრება კომპეტენტური ორგანოს მიერ ლიცენზიის გაცემის წესი, სისხლის დაწესებულების კონტროლთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები და ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში კომპეტენტური ორგანო.

სისტემის გაძლიერების მიზნით, 2020 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო და  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრი, ლიეტუველ და ჰოლანდიელ ექსპერტებთან ერთად  ევროკავშირის დაძმობილების  TWINNING პროექტს ახორციელებს . პროექტის ფარგლებში ქართველ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს სისხლის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის ევროდირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კანონპროექტის მიღებით საქართველო  ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს შეასრულებს.

უსაფრთხო სისხლი  საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია."- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics