|
2021-11-26 12:02:27, 721 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების პერსპექტიული ფორმები გამოავლინა
საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ადაპტირებული, სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების გამოვლენის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 3 წლიანი პროექტი „სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ განახორციელა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდა ვერხვის პერსპექტიული ფორმების შესარჩევი ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირება, ვეგეტაციის პერიოდში ზრდა-განვითარების დედრომეტრული, მორფომეტრული მაჩვენებლების აღრიცხვა და გახარების პროცენტის დადგენა, საველე მასალების ანალიზი და პერსპექტიული ფორმების იდენტიფიცირება, შერჩეული პერსპექტიული კლონების ბიომასის, ენერგეტიკული და ნახშირბადის პოტენციალის განსაზღვრა. მათივე ცნობით, კვლევები მცხეთაში, გორსა და ხაშურში საცდელ ფართობებზე, ინტროდუცირებულ, ახალ ჰიბრიდული ვერხვების სწრაფმზარდ 21 კლონზე მიმდინარეობდა. პერსპექტიული კლონები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა - ზრდის ტემპი, გახარების უნარი, ყინვაგამძრლეობა, გვალვაგამძლეობა და მავნებელ-დაავადებებისადმი შედარებითი მდგრადობა. ამასთან, პროექტის ფარგლებში სპეციალისტები იტალიის „ბიოპოპლარის“ სწრაფმზარდი ხეების კერძო კვლევით კომპანიას ესტუმრნენ, სადაც ბიომასის პროდუქტიულობის მეთოდებს გაეცნენ და ადგილობრივი კონსულტანტის დახმარებით, ექსპერიმენტული პლანტაციის გაშენების სქემა შეიმუშავეს. ვერხვის სწრაფმზარდი ფორმებით გაშენებული პლანტაციების უპირატესობა დროის მოკლე პერიოდში სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის მიღების შესაძლებლობა, დაბალპროდუქტიული მიწების ეფექტური ჩართვა სამეურნეო წარმოებაში, ტრადიციული მერქნული სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის გამოთავისუფლება და მისი შეცვლა შედარებით იაფი თვითაღდგენითი ბიოსაწვავის რესურსით და ადგილობრივი სანედლეულო ბაზის შქმნის შესაძლებლობაა. პროექტი „სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)