13:26 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 15:29:37, 1001 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - თუ დეპუტატებს არ მიეცემათ საშუალება სააკაშვილს შეხვდნენ, ის გორის ჰოსპიტალში მკურნალობას შეწყვეტს

ბოლო დღეების მანძილზე დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სააკაშვილს შეხვდნენ, ეს არის იზოლაციის და ხელის შეშლის პროცესი ხელისუფლების მხრიდან.   - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თუ დეპუტატებს სააკაშვილთან კომუნიკაციის საშუალება არ ექნებათ, ის  მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს.

"29 ნოემბერს არის სასამართლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მართლმსაჯულება წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის უპირობო შემსრულებელს, სააკაშვილის დიდი სურვილია, რომ სასამართლო პროცესზე მივიდეს და მიმართოს ქართველ ხალხს, ამის შესაძლებლობა მას უპირობოდ უნდა მიეცეს. 

ბოლო დღეების მანძილზე დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სააკაშვილს შეხვდნენ, ეს არის იზოლაციის და ხელის შეშლის პროცესი ხელისუფლების მხრიდან, რასაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. სააკაშვილს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და თუ ამას დაუყოვნებლივ არ დაესმება წერტილი, გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს, მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა დანიშნულებით მანამდე, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics