14:07 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 10:58:49, 548 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სოციალურ დახმარებაზე - პროგრამის არსი ხარჯების სწორად და შესაბამისად გამოყენებით დამატებითი ღირებულებების შექმნაა

„სოციალური დახმარების მიმღები ხუთასი ათასი პირიდან, 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია; მინიმუმ, 200 ათას ადამიანს  შესწევს უნარი ესა თუ ის სამუშაო შეასრულოს, მაგრამ ამას სჭირდება სწორი ორგანიზება და, რა თქმა უნდა, მეტი ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ - შემუშავებული და შექმნილია ელექტრონულ მონაცემთა ბაზები”, -განაცხადა ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 200 ათასი ადამიანის საზოგადოებრივ შრომაში ჩართვა აბსოლუტურად რეალურია და ამის მაგალითები არსებობს; გერმანიაში, ჩეხეთში,  უნგრეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში და ა.შ.,  ბევრ ქვეყანაში,  სხვადასხვა ფორმით. „ევროკავშირს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე მაღალი სტანდარტი გააჩნია. ჩვენც გვინდა, რომ ზუსტად ამ მიმართულებით წავიდეთ. 200 ათასი  ადამიანი ძალიან დიდი სამუშაო ძალაა, რომელიც შეიძლება ქმნიდეს ღირებულებას; ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა უმჯობესდებოდეს და არა უარესდებოდეს. ამიტომ, პროგრამის არსი არ არის იმ საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა, რომელსაც დღეს სოციალურ დახმარებებში ვხარჯავთ, არამედ მათი უფრო სწორად და შესაბამისად გამოყენებით, უნდა შევქმნათ დამატებითი ღირებულებები”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics