14:07 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 10:26:43, 388 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთის“ მხარდაჭერით რუსთავში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

„ლიბერთის“ მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით რუსთავში, „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" წევრებთან ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა.

პანდემიის დამარცხების საქმეში ვაქცინაციის როლზე რუსთავის 60+ კლუბის წარმომადგენლებს ინფორმაცია გააცნო მედიცინის დოქტორმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა მაია გოთუამ.

ცნობილმა ფოტოგრაფმა  ნათელა გრიგალაშვილმა კი 60+ კლუბის წევრებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინა.

„ლიბერთი“ არაერთ პროექტს ახორციელებს   უფროსი თაობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. მათ შორის არის  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივა „60+ კლუბები" , რომელიც   აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი ასაკის ადამინებისთვის  სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

ლიბერთის სტრატეგიისა და ღირებულებების ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ზრუნვა, მათთან  მარტივი ურთიერთობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics