10:56 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 22:12:06, 1232 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ფეი - ინტერნეტ გადახდების მარტივი გზა

დღევანდელი ცხოვრების აჩქარებული ტემპი გვაიძულებს ყოველდღიური პრობლემების გადაჭრის მარტივი გზა ვიპოვოთ. ინტერნეტ-ტექნოლოგიები კი ამ მიზნის მიღწევაში დიდ დახმარებას გვიწევს. სხვა უამრავ საქმიანობას შორის, გადასახადების გადახდაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ხშირად ერთდროულად რამდენიმე ტრანზაქციის შესრულებაც გვიწევს - მობილურის ბალანსის შევსება, მესამე პირისთვის თანხის გადარიცხვა, კრედიტის გადახდა, დავალიანებების დაფარვა და ა.შ. ფინანსურ ვალდებულებებს ვერსად წაუვალთ, თუმცა შეგვიძლია მათი გადახდის მარტივი გზა ვიპოვოთ. თიბისი ფეის გადახდების ერთიანი სივრცე სწორედ ინტერნეტ გადახდებისთვის შექმნილი პლატფორმაა, სადაც ყველა ტრანზაქციას მარტივად, ერთი კლიკით შეასრულებთ.

რატომ TBC Pay?

ინტერნეტ გადახდის შესრულებისას, როგორც წესი, მომხმარებელს თანხის სწრაფი ასახვის მოლოდინი აქვს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაც - ონლაინ ტრანზაქციები დაცულ და სანდო ვებგვერდზე უნდა შესრულდეს. თიბისი ფეის სისტემა ამ უმთავრეს კრიტერიუმებზეა აგებული და მომხმარებელს მარტივ, სწრაფ და უსაფრთხო გადახდების სივრცეს სთავაზობს. აქ ყველა ტრანზაქცია მომენტალურად სრულდება, დასვენების დღეების, უქმეების და შაბათ-კვირის ჩათვლით.

თიბისი ფეიზე ონლაინ გადახდების შესრულება შესაძლებელია როგორც ვებგვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეასრულეთ გადახდები. ამისათვის მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა დაგჭირდებათ.

თიბისი ფეის სისტემაში ყველა იმ ქართულ თუ უცხოურ კომპანიას იპოვოთ, რომელთა სერვისებითაც სარგებლობთ. ინტერნეტ გადახდების ერთიანი სივრცეში ამ დროისათვის 1000-ზე მეტი სერვისია წარმოდგენილი. ეს ამარტივებს სხვადასხვა სერვისით სარგებლობას, ვინაიდან არ გიწევთ თითოეული კომპანიის საბანკო ანგარიშის გაგება და მათთვის თანხის ამ ფორმატით დარიცხვა.  თიბისი ფეიზე ძებნის ფუნქციის გამოყენებით შესაძლებელია სულ რამდენიმე წამში იპოვოთ თქვენთვის სასურველი კომპანია და მარტივად, ერთი კლიკით დაფაროთ მათი სერვისის საფასური.

ძებნის გასაიოლებლად,  სერვისები კატეგორიებადაა დაყოფილი. პოპულარული სერვისები ცალკე კატეგორიაშია გამოტანილი. საძიებო გრაფაში სერვისის სახელის შეყვანით კი კიდევ უფრო სწრაფად იპოვით სასურველ სერვის-ოპერატორს.

გადახდების შესრულება ნებისმიერი საბანკო ბარათითაა შესაძლებელი. ქართული საბანკო ბარათების გარდა, თიბისი ფეიზე უცხოური საბანკო ბარათებითაც შეძლებთ გადახდას. თუმცა თუ არ ფლობთ ბარათს, შეგიძლიათ თანხა პირად ბალანსზე თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც შეიტანოთ. ამის შემდეგ კი თანხას პირდაპირ ელექტრონული ბალანსიდან, თქვენი სურვილისამებრ განკარგავთ.

თიბისი ფეიზე, სერვისების გადახდის გარდა, შეძლებთ მესამე პირისთვის თანხ  ის გადარიცხვასაც. ამისათვის კი ოთხი მარტივი გზა გაქვთ:

  • გადარიცხვა IBAN ანგარიშის მითითებით;
  • გადარიცხვა პირადი ნომრის მითითებით;
  • გადარიცხვა მობილურის ნომრის მითითებით;
  • გადარიცხვა ბარათის 16-ნიშნა ნომრის მითითებით.

თქვენს მიერ გადარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე მომენტალურად აისახება. გადარიცხეთ თანხა იმ ინფორმაციით, რაც იმ წუთას ხელთ გაქვთ. სრული საბანკო რეკვიზიტები ამ შემთხვევაში საჭირო არ იქნება.

აღმოაჩინეთ ინტერნეტ გადახდების მარტივი, უსაფრთხო და კომფორტული სივრცე. თიბისი ფეი მომხმარებელზე მორგებული, მოქნილი სისტემაა. დარეგისტრირდით და გამოიყენეთ სხვადასხვა ფუნქცია, რათა კიდევ უფრო სწრაფად შეძლოთ სასურველი  ტრანზაქციების შესრულება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics