14:53 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 15:07:25, 704 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან - იოსებ ჭელიძესთან და გიორგი ბუთხუზთან ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველ და მესამე სამმართველოს ეწვია. ვახტანგ გომელაური სამმართველოს ტერიტორიაზე არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო წირვას დაესწრო და თანამშრომლებს გიორგობა მიულოცა.

წირვის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, პირველ სამმართველოს ბაზაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მიმდინარე საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მან მოადგილეებთან ერთად ბაზის ტერიტორიაზე არსებული სრული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მათ შორის სასადილოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო.

ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოსაც ესტუმრა, სადაც ბაზის ტერიტორიაზე ახლად აშენებული თანამშრომლების საცხოვრებელი ყაზარმა დაათვალიერა, რომლის სარემონტო სამუშაოებიც უკვე დასრულებულია.

ახლო მომავალში თანამშრომლები თანამედროვე სტანდარტით აშენებულ, საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილ შენობაში იცხოვრებენ. ვახტანგ გომელაურმა, ასევე, დაათვალიერა ბაზაზე არსებული სპორტული დარბაზი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებით და საშხაპეებით.

შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების კვებითი უზრუნველყოფით დაინტერესდა, კვების რაციონს გაეცნო და თანამშრომლებთან ერთად ყაზარმის სასადილოში ისადილა.

ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ხელმძღვანელ პირებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics