2021-11-23 12:06:27, 770 ნახვა
საზოგადოება
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო მხოლოდ 1-ელ დეკემბრამდე იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ექვსი თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პირველ დეკემბრამდე უფასოდ შეეძლება.
მათივე ინფორმაციით, ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.
„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა“, - ვკითხულობთ NCDC-ის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,