|
2021-11-23 12:05:09, 1077 ნახვა
ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილი ბიზნესფორუმს დაესწრო
საქართველოში ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობისა (Advantage Austria) და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის (GCCI) ორგანიზებით, ბიზნესფორუმი „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება - საქართველოს სტრატეგიები ეკონომიკის აღდგენის კონტექსტში COVID-ის შემდეგ” გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, გეორგ კარაბაჯეკი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტი ნინო სუქნიძე და ავსტრიული და ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, მონაწილეებმა ავსტრიული და ქართული ბიზნესსექტორის თანამშრომლობის და ბიზნესინოვაციებისა და მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობების საკითხები განიხილეს. ბიზნესფორუმის ფარგლებში, „Energy Globe Award” დაჯილდოება და სიმპოზიუმი „მდგრადი განვითარება პრაქტიკულ ჭრილში - ავსტრიული და ქართული გამოცდილებები“ გაიმართა. სიმპოზიუმზე ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა. „მინდა აღვნიშნო, რომ კლიმატის ცვლილების სფეროში, საქართველოს ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება აქვს გაფორმებული შვეიცარიასთან, რაც კონკრეტული ფინანსური რესურსების მობილიზების საშუალებას მოგვცემს. იგი დაეხმარება საქართველოს კლიმატის ცვლილების კუთხით მისაღები, კლიმატგონივრული პროექტების განხორციელებაში და ქვეყანაში მწვანე პრინციპებს წაახალისებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ბევრი მსგავსი მექანიზმის შექმნისთვის, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს როგორც საჯარო, ისე კერძო ინფრასტრუქტურა განავითაროს მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებითა და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენებით”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)