|
2021-11-23 10:58:12, 6804 ნახვა
ეკონომიკა
„პორშე ცენტრი თბილისი“-ს ახალი შოურუმის მშენებლობა დაიწყო
„პორშე ცენტრი თბილისი“-ში შოურუმის რეკონსტრუქცია და სერვისცენტრის მშენებლობა დაიწყო. პრემიუმ ბრენდი მომხმარებელს უფრო კომფორტულ გარემოში, ახალი შეთავაზებებით მოემსახურება. განახლებული სივრცე სრულად პორშეს თანამედროვე, უახლესი სტანდარტით მოეწყობა. შოურუმი გაფართოვდება და ავტომობილების ახალ სამოდელო რიგთან ერთად, მომხმარებელს აქსესუარების ფართო სპექტრს შესთავაზებს. ადგილზე იქნება შესაძლებელი ავტომანქანის სალონისათვის სასურველი მასალის შერჩევაც. მეტი კომფორტისათვის შოურუმი და სერვისცენტრი ერთ სივრცეში განთავსდება. პორშეს მაღალკვალიფიციური მექანიკოსები, ახალ სერვისცენტრში ერთდროულად უფრო მეტი მომხმარებლის მომსახურებას შეძლებენ. „პორშე ცენტრი თბილისი“ 10 წელია ქართულ ბაზარზე საქმიანობს. მომხმარებელს გერმანული ბრენდის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას ვთავაზობთ. პორშეს სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენც მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე და გვინდა, რომ ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება გახდეს. მიხარია, რომ ჩვენი ახალი შოურუმი მოგვცემს საშუალებას ქართველ მომხმარებელს ბრენდი სრულყოფილად წარვუდგინოთ“, - პეტრე წაქაძე, Tegeta Premium Vehicles-ის დირექტორი. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეში, 2022 წლის ივნისში დასრულდება. მანამდე კი „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს თეგეტა ჰოლდინგის ცენტრალური ფილიალის პირველ სართულზე ელოდება.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)