|
2021-11-22 14:59:26, 745 ნახვა
ეკონომიკა
ახალგაზრდა ფერმერების გადამზადების მიზნით, ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ღრმავდება
სასოფლო-სამეურნეო სადემონსტრაციო ცენტრის შექმნის და ახალგაზრდა ფერმერების გადამზადების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ისრაელის კონსულმა საქართველოში, სმადარ ცემახ-რაცაბმა მოაწერეს. „ისრაელსა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის, ეს მემორანდუმიც ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც სადემონსტრაციო ჰაბის მოწყობის და ტრენინგების ჩატარების მიზნებისთვის, ქართული მხარის პრიორიტეტებისა და საჭიროებების მიხედვით, ისრაელის მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მოწოდებას ითვალისწინებს. ყველა კონტრიბუცია სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ცოდნის გაზიარებას ეხება. მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ისრაელიდან ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც ჩვენ ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლასა და დანერგვაში დაეხმარებიან. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მზად არის აქტიურად ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში და თავისი ცოდნა-გამოცდილება ყველა მხარეს გაუზიაროს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე უკვე აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური, სადაც მოხდება ფერმერების გადამზადება. სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით; შემდგომ ეტაპზე, ცენტრის ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგია დაინერგება.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)