|
2021-11-22 14:24:39, 744 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი პრემიერის ინიციატივაზე - წლის ბოლოსთვის, გვექნება მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს უპასუხებს
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, დეტალურად ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივაზე, რომელიც სოციალური პოლიტიკის ახალი ხედვით განვითარებას უკავშირდება. მინისტრმა ინიციატივის წინაპირობები და მიზნები განმარტა. „წლის ბოლოსთვის, გვექნება მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ნამდვილად უპასუხებს. მინდა განვმარტო, რომ ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, გულისხმობს იმ შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რომლითაც მოსახლეობის სოციალური პირობები უნდა გაუმჯობესდეს. გაჩნდა კითხვა, რამდენად შეიძლება, ეს იყოს სოციალური დახმარების ალტერნატივა. ჩვენ ვამბობთ, რომ, დღეისთვის, ადამიანებს, რომლებიც შემოსავალს იღებენ ამ სტატუსით, შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს. რა თქმა უნდა, მუშაობასთან ერთად, მათი კვალიფიკაციაც უნდა ამაღლდეს, უნდა გააქტიურდნენ შრომისუნარიანი ადამიანები. ჩვენ, დაახლოებით, 200-250 ათასი ასეთი ადამიანი გვყავს. ამაზე არსებობს დეტალური ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და რეგიონში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბევრ სამუშაო ადგილზე დეფიციტია. ეს ეხება კერძო სექტორსაც - სოფლის მეურნეობა იქნება ეს, გადამმუშავებელი მრეწველობა, სამშენებლო სექტორი თუ სხვა. ინიციატივის ფარგლებში, უნდა მოხდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც, რადგან, მუნიციპალიტეტის დონეზე, ძალიან ბევრი გამოწვევაა. „ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებითაც, რაც გულისხმობს ტყის, დაცული ტერიტორიების უკეთ მოვლას და ა.შ., ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გარკვეული კვალიფიკაცია უნდა მივცეთ და შემდგომში, მათი შემოსავალი, ახალი სამუშაო შესაძლებლობების გამოყენების შედეგად, უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)