13:40 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 17:11:12, 871 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - გრიპის ვაქცინით აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. 

მისი თქმით,  ამ ეტაპზე 90 000 ადამიანია აცრილი და მარაგში კიდევ დაახლოებით 100-110 ათასი დოზაა დარჩენილი.

"პირველ რიგში ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე, ესენი არიან ხანდაზმული ადამიანები, დიალეზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე, ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა.შ. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და ხვალ იქნება ბრძანება, რომ ყველას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფებს, არამედ ყველას შეეძლოს, ჩაიტაროს აცრა. სასურველია, დეკემბრის 15-მდე ყველა ავიცრათ.

იცით, რომ ვაკვირდებით. გვაქვს ყოველკვირეული მონიტორინგი მთელი ქვეყნის მაშტაბით, ე.წ. საყრდენი ბაზებით. ზედამხედველობა კარგად არის აწყობილი. ჯერ არის გრიპის მსგავსი ვირუსები, გრიპის ვირუსი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდება და ამიტომ ჯობია, ყველა მომზადებული ვიყოთ და ყველა აიცრას. ამ ეტაპზე 90 000 ადამიანია აცრილი, 100-110 ათასი დოზა კიდევ არის ქსელში". - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics