|
2015-02-03 13:40:19, 1336 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე უკრაინაში მიემგზავრება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უკრაინაში მიემგზავრება. ბაქრაძე ოფიციალურ შეხვედრებს 4-5 თებერვალს გამართავს. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მიემგზავრება. სახელმწიფო მინისტრი კიევში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პაველ კლინკინს, ასევე უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო მისიის ხელმძღვანელს კალმან მიჟეის შეხვდება. აღნიშნული ვიზიტის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა დეტალები საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩთან ვასილ ციბენკოსთან განიხილა. ელჩსა და სახელმწიფო მინისტრს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს დილით გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, გაზაფხულზე, რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების დეტალები და მოლოდინები განიხილეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)