13:50 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 11:16:49, 562 ნახვა

საზოგადოება
20 ნოემბერი ფერმერის დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფერმერებს მათი დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

„თქვენ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. საქართველოში წარმოებული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება მსოფლიოს მრავალ ბაზარზე და ეს თქვენი დამსახურებაა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის. სახელმწიფო, თავის მხრივ, თქვენი მუდმივი მხარდამჭერია. სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა და ყველა ის პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ, თითოეული თქვენგანის წარმატების და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წარმატების მიზანს ემსახურება”, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში ფერმერთა დღე 2015 წელს დაარსდა და ყოველი წლის 20 ნოემბერს სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით, გამოფენა-გაყიდვებით, წარმატებული ფერმერების დაჯილდოებით აღინიშნება. პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, მიმდინარე წელს, ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები არ გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics