2021-11-20 10:04:36, 1057 ნახვა
სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში - გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი სამი კი მძიმედ დაშავდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა 3 კი მძიმედ დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი ხევში გადავარდა.
დაშავებული ახალგაზრდები ბათუმისა და ხულოს კლინიკებში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. დეტალებს "ექსპრესნიუსი" შსს-თან არკვევს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,