15:43 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 18:28:20, 557 ნახვა

საზოგადოება
შქმერში მანქანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

„შქმერის” მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მხარის რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად ლიცენზიატი კომპანიის - შპს „ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, კომპანიის ინიციატივაა, რომ  შეიქმნას ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული  მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს აღებული ვალდებულების შესრულებას, მათ შორის  გარემოსდაცვით საკითხებს, რეკულტივაციის უზრუნველყოფას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ა.შ. 

„ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან, ყველა ვალდებულება, რაზეც მოსახლეობასთან შეთანხმდებიან,  მემორანდუმში გაიწეროს და მისი ყოველი პუნქტი მკაცრად გაკონტროლდეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რასაც ლიცენზიანტი კომპანია მოსახლეობის წინაშე დებს, არის ის, რომ ადგილზე არ აშენდება გამამდიდრებელი ფაბრიკა, რათა არ დაბინძურდეს არსებული წყლები, კომპანია ასევე აცხადებს, რომ მანგანუმის მოპოვების არეალში, ყოველი ორასი მეტრის ფართობის დამუშავების მერე მოხდება მიწის რეკულტივაცია, ის დაუბრუნდება თავდაპირველ სახეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება მომდევნო ორასი მეტრის ფართობიდან წიაღისეულის მოპოვება და კვლავ მიწის რეკულტივაცია.

მათივე ინფორმაციით, კომპანიაში ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, მათთვის კიდევ იქმნება სხვა, დამატებითი სამუშაო ადგილებიც, მათ შორის, ფერმებსა და საკალმახეებში, რომელთა შექმნასაც კომპანია აპირებს. როგორც „ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, არ ეწინააღმდეგება შქმერში მანგანუმის მოპოვებას, თუმცა, არსებობს გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არასაკმარის არგუმენტებით აპროტესტებენ მათ საქმიანობას.

შქმერში გამართული შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,  მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კვლავ გაიმართოს მხარეებს შორის დისკუსია და უფრო დეტალურად განიხილონ აღნიშნული საკითხები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics