15:41 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 10:59:22, 595 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე და აშშ-ის ელჩი კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ დახურვის ცერემონიას დაესწრნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ დახურვის ცერემონიას დაესწრნენ.- ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

ალექსანდრე დარახველიძემ კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ქალი პოლიციელების როლს გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში ქალ-სამართალდამცველთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქალი პოლიციელების ხსოვნას.

4-დღიანი კონფერენციის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ქალი სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკა და მათი გამოწვევები, ქალი პოლიციელების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციაში, ქალი სამართალდამცველების ჩართულობის მნიშვნელობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე, ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი მოტივაციის ამაღლებას.

კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

ბმული: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-ministris-moadgile-da-ashsh-is-elchi-konferentsiis-/15043





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics