15:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 04:04:22, 716 ნახვა

საზოგადოება
ყიფშიძე სააკაშვილზე- თავის ტვინის დიაგნოსტიკას ვერ ვაკეთებთ, ტომოგრაფი აქ არ არსებობს

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება.
"დღეს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს, დაეცა, აიყვანეს რეანიმაციაში და შემდეგ გატარებული იყო მთელი რიგი ღონისძიებები. დიდი მადლობა ქალბატონს გიული ქილიფთარს, შემთხვევით იყო იქ და ჩაატარა ყველა რეანიმაციული ღონისძიება, პრეზიდენტი უკეთესად გახდა. ახლა თუ სახლში მივდივარ, არ ვიცი რა მოხდება 10 წუთში, 1 საათში. [...] გონების დაკარგვა მოხდა, ეს სინკოპია, ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, მოასწავებს, რომ ყოველ წუთში ხდება ძალიან ცუდი რაღაცები მის ორგანიზმში. მდგომარეობა არის მძიმე, ძალიან რთული, მაგალითად, ახლა ჩვენ აქ გვყავდა ნევროლოგი, რომელმაც დასვა ძალიან არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა, რომელიც, ჩემი აზრით, იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღება - მიშა სააკაშვილი გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც არსებობს მაღალი დონის აპარატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ მისი ტვინის მდგომარეობა. 

ჩვენ ველოდებოდით გასტროენტერლოგს, ჯერ არ მოსულა. ის გვჭირდებოდა, რომ გვეფიქრა, რა ხდება მის კუჭში, არის თუ არ არის სისხლდენა. მაგრამ, ამ წუთში ყველაზე საყურადღებოა MRT-ს გაკეთება. MRT-ს აპარატი აქ არ დგას, არის სულ რამდენიმე კლინიკაში. ადგილობრივმა ექიმებმა შემოგვთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, რაზეც მე უარი ვუთხარი, რა საკვირელია, ავადმყოფს ველაპარაკე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ზედმეტი დასხივებაა. სჭირდება მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც აქ არ არსებობს, ასე რომ, ჩვენ დიაგნოსტიკას თავის ტვინის შესახებ ვერ ვაკეთებთ". - ამბობს ყიფშიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა.   სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
 ციხის საავადმყოფოში რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტს ხელმძღვანელი, გულიკო ქილიფთარი იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ დაწესებულებაში საკონსულტაციოდ მიიწვიეს და მისი მისვლა დაემთხვა ექსპრეზიდენტის გონების დაკარგვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics