|
2021-11-18 15:50:38, 615 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო: 600%-ით გაზრდილია მიმართვიანობა ვაქცინაციაზე - რეგიონებში იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში მთავრობის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც 60 წელს გადაცილებული პირები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა. იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პენსიონერები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან რეგიონებში. „თუ შევადარებთ ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემებს, განსხვავება აშკარაა. მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697,39% -იანი ზრდა დაფიქსირდა, 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%- ით მეტი ადამიანი აიცრა. საერთო ჯამში, საქართველოში, 8 ნოემბრიდან, 60 წელს ზემოთ 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 332,41%-ით მეტია. შეგახსენებთ, რომ მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს. ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამიისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)