16:23 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 10:48:47, 503 ნახვა

საზოგადოება
შსს - საქართველო კანონისა და წესრიგის გლობალური ინდექსის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია

ამერიკულმა ორგანიზაცია "Gallup" -მა - გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა 2021 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსი გამოაქვეყნა. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო და გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა.

ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში.

რესპონდენტებმა გამოკითხვისას უპასუხეს კითხვებს პოლიციის მიმართ ნდობის, ღამით დაცულობის, ბოლო ერთ წელში გადახდენილი ქურდობის, თავდასხმის ან ძარცვის შემთხვევების შესახებ.
2021 წლის კანონისა და წესრიგის გლობალური ანგარიში წარმოადგენს "Gallup"-ის უახლესი კვლევის შედეგებს, რომელიც 120 000-ზე მეტი სრულწლოვანი მოქალაქის ინტერვიუებს ეფუძნება. გამოკითხვა 115 ქვეყანასა და რეგიონში ჩატარდა. კვლევა ასევე შეიცავს 51 ქვეყანაში ჩატარებული საველე სამუშაოების მონაცემებს.

ორგანიზაცია "Gallup" ერთ-ერთია იმ 30-მდე საერთაშორისოდ აღიარებულ სუბიექტს შორის, რომლებსაც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები ეფუძნება. 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების ანგარიშის ფარგლებში, "Gallup"-მა საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით ევროპის თხუთმეტ საუკეთესო ქვეყანაში შეიყვანა, კერძოდ კი, გლობალური გამოკვლევის საფუძველზე - „არის თუ არა გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში“ - საქართველო ევროპაში მე-14 ადგილზე გავიდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics